ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით ასპინძაში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, მამაკაცი ასპინძაში დაავადდა, რის შემდეგაც იგი თბილისში, ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადება ხდება ხოლმე ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში, როდესაც უფრო აქტიურია ტკიპების მიგრაცია. წელს, ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში ყირიმ-კონგოთი დაავადდა ექვსი და გარდაიცვალა სამი ადამიანი.