02:54
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 10 იანვარს გაიმართება
24-10-2020

ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო. რამდენიმე დღის წინ ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღიც გამოაცხადა. კომისიის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობები დაიკავეს და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა.

AutoPlay
დიეგო მარადონა გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ვაპირებთ, აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ - ერდოღანი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან - საპატრიარქო
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოპოზიციური პარტიების ლიდერები კელი დეგნანთან შეხვედრის შესახებ კომენტარებს აკეთებენ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ვთხოვ პატრიარქს, შემხვდეს და საშუალება მომცეს გავესაუბრო - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები