ყირგიზეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღი დანიშნა. მედია საშუალებები ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობები დაიკავეს და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა.