სლოვაკეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მთაზე, 16 სკულპტორისგან შემდგარმა ჯგუფმა ყინულის ტაძარი შექმნა. სკულპტორები სლოვაკეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და უელსიდან ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.სლოვაკეთში მდებარე ყინულის ტაძარი, რომელიც ზღვის დონიდან 1,285 მეტრზე მდებარეობს, რომში წმინდა პეტრეს ტაძრის ანალოგია. ტაძარში შესვლა უფასოა. ვიზიტორები ამბობენ, რომ თავს ისე გრძნობენ, როგორც ნამდვილ ეკლესიაში. ყინულის ტაძარი, რომელსაც მხოლოდ ცივი ჰაერითა და წყლით ინარჩუნებენ, მიმდინარე წლის ნოემბრიდან - აპრილამდე მოქმედებს. ყინულის ტაძარს გამაგრილებელი მოწყობილობის გამოყენებით ნაჭრებად შლიან, რის შემდეგაც ნაგებობა დნება.