ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, რითაც გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებულ საქმეზე თავდაცვის უწყების მოქმედი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.ხიდაშელის აზრით, იზორიას განცხადებები ჯარის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.