ევროკავშირის ახალმა ინიციატივამ, რომელიც მომხმარებელს უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაცვას ავალდებულებს ონლაინ შესყიდვების განხორციელებისას, მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც Visa, ისე სხვა საგადასახადო სისტემების წარმომადგენლებისგან. ევროპის საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გეგმების მიხედვით, მომხმარებლებს მოუწევთ პაროლის ან სპეციალური კოდის შეყვანა 10 ევროზე მეტი ტრანზაქციების განხორციელებისას.