15:21
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
"გოდერძი" - ზამთრის ახალი კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით და უმაღლესი ხარისხის თოვლით
07-12-2015
2015-16 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოს ზამთრის კურორტებს კიდევ ერთი, "გოდერძი" შეემატა. გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც აჭარას სამცხე-ჯავახეთთან აკავშირებს, 6 დეკემბერს პირველი სეზონი საზეიმოდ ჟურნალისტებისთვის გაიხსნა. გოდერძის უღელტეხილზე ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, წელს ორი საბაგირო ხაზი იქნება და რვაადგილიანი საბაგიროს გარდა, დამსვენებლები ექვსადგილიანი ბაბლითაც ისარგებლებენ.

6 კოტეჯი და 2 სასტუმრო - ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელსაც ერთდროულად 140 დამსვენებლის მიღება შეუძლია. კურორტს მოკლე დროში დიდ პოპულარულობას უწინასწარმეტყველებენ, რაც კარგად აღჭურვილი ტრასებისა და ულამაზესი ბუნების პირობებში სულაც არ იქნება რთული.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები