სკანდალური თავად გავრცელებულ საუბარში არაფერია, სკანდალური არის ის, რომ სუს-ი ოპოზიციური პარტიების ლიდერების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მოსმენას აგრძელებს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.ჯანდიერის თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორსა და პაატა ბურჭულაძეს შორის საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამ საუბრის ერთი მონაკვეთი ამოჭრილია.იხილეთ ვიდეო:
"ნიკა გვარამია "დამოუკიდებელ" პოლიტიკოსებს აკონტროლებს" - ახლახან გავრცელებული სკანდალური ჩანაწერი