ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი, ვის უნდა მოვუწყოთ აქცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, აქციის გამართვის თარიღი დაასახელონ.როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად მოგებული აქვს და არ აპირებს არანაირი აქციის, მით უმეტეს დისკომფორტის შექმნას მოქალაქეებისთვის, არც ქუჩების გადაკეტვას და არც მოძრაობის ჩაკეტვას.