19:02
9 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ყელში წაუჭირა, წააქცია, მიაყენა მრავლობითი დაზიანება - მამაკაცს, რომელმაც ორსულ მეუღლეს სცემა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
23-02-2018

სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის ცემაში ე.ნ. დამნაშავედ სცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, ე.ნ.-მ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მრავლობითი დაზიანება და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

„სამართალდამცველებმა ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქალაქ რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

AutoPlay
პრემიერის განცხადებით, აშშ-ში მყოფი 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აგრესიული ტესტირება თავდაცვის ძალებს, საეკლესიო პირებს და კიდევ რამდენიმე კატეგორიის ადამიანებს ჩაუტარდებათ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 131-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ესპანეთის პრემიერი - ცეცხლი კონტროლირებადი ხდება, ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერის განმარტებით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის სერიოზული შემცირებაა მოსალოდნელი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები