ყელის ტბასთან ლაშქრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაციას ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს - Palitra News

ყელის ტბასთან ლაშქრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაციას ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს

2018-08-29 15:08:22+04:00

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. ხოლო, რაც შეეხება მეექვსე პირს, 1951 წელს დაბადებულ, სოფელ ჭვრინისის მკვიდრ, გიორგი ხარაზიშვილს, ანალოგიური ბრალდებით, თიღვის რაიონის სოფელ ბალთაში დააკავეს.არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.