ბათუმში დაკავებული 27 წლის სპორტსმენის, მინდია ოჯახიშვილის დედამ თინა დოლიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ მისი შვილი სასტიკად ნაცემია.თინა დოლიძის განცხადებით, სპორტსმენს იარაღი ჩაუდეს და იმის გამო დააკავეს, რომ მის მეგობარს მოწმედ დაუდგა. თინა დოლიძის თქმით, მისი შვილის დაკავება უკავშირდება შარშანდელ ინციდენტს, როდესაც მოჭიდავე გიორგი ფაღავას ერთი წლის წინ ნარკოტიკი ჩაუდეს, რასაც მისი შვილიც შეესწრო და სასამართლოზე მოწმედ გამოვიდა.