დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში, გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის“ იმ თანამშრომლებს კითხავენ, რომლებიც გუშინ აფეთქებამდე ტრაგედიის ადგილას გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. დიდი დიღმის პოლიციაში იმყოფებიან პროკურორებიც. „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები სამართალდამცავებს დიდი დიღმის პოლიციაში დასაკითხად გუშინ გვიან ღამითაც ჰყავდათ დაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეტქების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს