ყაზახური Forbes-ის ინფორმაციით, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "ყაზტრანსგაზ-თბილისს" 40 მილიონ დოლარად ყიდულობს. გამოცემის ცნობით, ქართული აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ "ყაზტრანსგაზმა" ყაზახეთის საფონდო ბირჟას უკვე აცნობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო დავის ფარგლებში მიიღეს.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებით კი, "ყაზმუნაიგაზთან" "ყასტრანგაზ-თბილისში" წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია. თუმცა, მათივე ცნობით, გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტებაა აუცილებელი, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს.