"ყაზტრანსგაზ-თბილისი" იმ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ.
"მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება - შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები. "ყაზტრანსგაზ-თბილისი", ასევე, გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს" - ნათქვამია განცხადებაში.