"ყაზტრანსგაზ - თბილისი" ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს. ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა კომპანიის ყველა აბონენტს აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ძალაშია და პირველ ეტაპზე ელექტრონული ქვითრების მომსახურებით მხოლოდ ის აბონენტები ისრგებლებენ, რომლებიც მსგავს მომსახურებაზე წერილობით თანხმობას განაცხადებენ. თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებლები ქვითარს სმს-ითა და ელექტრონული ფოსტით მიიღებენ. ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტრონული ქვითრებით დედაქალაქში 100 000-მდე აბონენტი ისარგებლებს. კომპანია მსგავსი ფორმით მომსახურებაზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს.