ყაზბეგში, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში მთის ქოხები და ვიზიტორთა ბილიკები მოეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო წინადადების თანახმად, 28 იანვარს დაიწყება და 1-ელ თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 24 337 510 ლარია.
უფრო კონკრეტულად, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შესყიდვა გულისხმობს: ჯუთა-შატილი-ომალოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა/რეაბილიტაციას და აღნიშნული საპროექტო დერეფნის ფარგლებში შვიდი სამთო ქოხის მშენებლობას.
სამუშაოების შესრულების ვადად კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეა განსაზღვრული.