ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, Mountain Set: Kazbegi-ის ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც მერმა განაცხადა, ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, მოსახლეობასა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ინციდენტი მოხდა, დაზიანდა მუსიკალური ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკაც.
როგორც პალიტრანიუსს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს და 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს მიმდინარეობს.