ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მშვიდია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით ამჟამად არსებული მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანის კონტაქტი იდენტიფიცირებულია.
ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი მოსახლეობის ტესტირება და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.