ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას საფუძველი გარემოს დაცვის მინისტრმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ჩაუყარა. გარემოსდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრში ტურისტები პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. შენობაში ასევე საგამოფენო სიცრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდება.2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 737 500 ლარი დაიხარჯება.