ავიაკომპანია Bek Air-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 95 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, ყაზახეთის ქალაქ ალმათთან კატასტროფა განიცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომელსაც რეისი ალმათიდან დედაქალაქ ნურ-სულთანში უნდა განეხორციელებინა, აფრენისას სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა.