ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ინაუგურაცია საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. სამართალდამცველებმა პროტესტის 150 მონაწილე დააკავეს. დემონსტრაციები გასული კვირიდან მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხმების დათვლა დარღვევებით მოხდა და არჩევნების შედეგები წინასწარ იყო განსაზღვრული.
ტოკაევმა პრეზიდენტის ფიცი დამოუკიდებლობის სასახლეში დადო და ქვეყნის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთა ერთად ინაუგურაციას ესწრებოდა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყაზახეთში გამართულ ექვსივე საპრეზიდენტო არჩევნებში ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა.