55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა მოჭიდავემ, ნუგზარ წურწუმიამ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ყაზახი შორლან ჟაკანშა ზუსტად 1 წუთში 8-0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ქართველმა მებრძოლმა ოქროს მედალი უკანასკნელად 12 წლის წინ მოიგო. პირველ ადგილზე დაასრულა გამოსვლა 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემაც. გობაძემ ფინალში აზერბიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი 5:3 დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლმდე ლაშამ ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს 7:0, ჩინელ ჰაიტაი ქიანს 9:0 და უზბეკ ნურბეკ ჰაშიმბეკოვს 3:1 მოუგო.