ყაზახეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობს, რაც ყაზახეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საზოგადოებაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ლიდერობს, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტს 29 წლის განმავლობაში ნურსულთან ნაზარბაევი იკავებდა. მიმდინარე წლის 19 მარტს მან გადადგომის შესახებ განაცხადა და პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად კასიმ-ჟომარტ ტოკაევი დატოვა. ამის შემდეგ ტოკაევმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.