ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. 22 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეოა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ალმათიდან ნურ-სულთანში უნდა გაფრენილიყო, აფრენის მცდელობის დროს თავდაპირველად ბეტონის ღობეს, ხოლო შემდეგ ორსართულიან შენობას შეეჯახა.
ყაზახური ავიაკომპანია "ბეკ ეარი", ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.