მიმდინარე წელს ყაზახეთში აცრებზე უარის თქმის სულ მცირე 500 შემთხვევა დაფიქსირდა, უარის დიდი ნაწილი რელიგიურ მიზეზებს უკავშირდება.ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრს ელჟან ბირტანოვსმზად აქვს კანონპროექტი. რეგულაციის მიხედვით, დაისჯებიან ის მშობლები, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მშობლები უარს ამბობენ აცრების ჩატარებაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლება ასეთი მშობლების მიმართ განსაკუთრებულ ზომებს იყენებს. მაგალითად, გერმანიაში ასეთ ბავშვებს არ უშვებენ სკოლაში. აღსანიშნავია,რომ აცრების შესახებ კანონმდებლობა საქართველოშიც მკაცრდება. სავალდებულო აცრის შესახებ კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით 11 სექტემბერს მიიღო.