11:10
29 მაისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ინიციატივით გამოდის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი დაერქვას
20-03-2019

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას დღეიდან ასრულებს, ინიციატივით გამოდის, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას. "საჭიროდ მიმაჩნია, უკვდავყოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახელი. ჩვენი დედაქალაქი მის სახელს უნდა ატარებდეს და ნურსულთანი უნდა ერქვას", - განაცხადა ტოკაევმა. შეგახსენებთ, გუშინ ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება სენატის სპიკერს გადაეცემა. ტოკაევი პრეზიდენტის ფუნქციებს 2020 წლამდე შეასრულებს. შემდეგ კი, კანონმდებლობის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.

AutoPlay
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა
გამოქვეყნდა 0 წუთის წინ
1 ივნისიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში ყველა სახის სერვისი განახლდება
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
ქვემო ბოლნისში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
მიშელ ბაშელე აშშ-ში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას გმობს და აშშ-ის ხელისუფებას სერიოზული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
BBC - მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მინეაპოლისში აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ძალებია მობილიზებული
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები