ყაზახეთი ბათუმი-ფოთის პორტებზე გამავალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს შორეულ ბრაზილიასთან ვაჭრობისთვისაც კი ყველაზე ოპტიმალურ ლოგისტიკურ გადაწყვეტად მიიჩნევს. ინფორმაციას სააგენტო Trend-ი ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყაზახეთის სააქციო საზოგადოება QazTrade-ის გენერალური დირექტორის თქმით, ყაზახეთსა და ბრაზილიას შორის დიდი მანძილის მიუხედავად, დღეს საქონლის მიწოდებისთვის როგორც მულტიმოდალური, ასევე, საჰაერო ტრანსპორტით, ბევრი ლოგისტიკური მარშრუტი არსებობს, თუმცა ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვას ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება.