ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე მატჩი გამართა "სან ხოსე ერსქვეიქსმა" და საკუთარ მოედანზე "მინესოტა იუნაიტედთან" 2:5 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ყაზაიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და მეორე ტაიმის დასაწყისში სეზონის პირველი გოლიც გაიტანა.
"სან ხოსეს" განვლილი 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და შემდეგ ტურში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.