რესტორნების, კაფე-ბარებისა და სხვა სახის საკვები ობიექტების ყველასთვის ცნობილ ბრენდებს შორის არჩევანს მომხმარებელი გემოვნებისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით აკეთებს. თავის მხრივ თითოეული კომპანია ცდილბს უკონკურენტო სიმაღლემდე აიყვანოს როგორც პროდუქციის ხარისხი, ასევე მომსახურეობის ფორმები.
"სტარბაქსი" - ამ სახელწოდების წარმოთქმისას აუცილებლად გაგახსენედებათ სიმყუდროვე, ყავის მათრობელი სურნელი და დაუვიწყარი გემო, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იყო შექმნილი. არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა სტარბაქსის მოყვარული, შესაძლოა არც დაგემოვნების საშუალება გქონიათ ოდესმე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევში გსმენიათ მაინც ეს სახელწოდება რისი უმთავრესი მიზეზი არა უბრალოდ ყავის გაყიდვა, არამედ ადამიანების ყავის საშუალებით გაერთიანება იყო. ყავის ინდურსტრიაში ერთ-ერთი უმსხილესი ქსელი დღეისთვის 83 ქვეყანაში 32 ათას 938 ობიექტს ფლობს.