ცხელი ყავა დილის ყველაზე პოპულარული სასმელია. ზოგიერთისთვის ყავის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენელია. ბევრს ფინჯანი ყავა ცივ შხაპზე ნაკლებად როდი აფხიზლებს. თუმცა, ავსტრალიელი დიეტოლოგების აზრით, დილის ყავის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. არსებობს ამ სასმელის მღების უფრო შესაფერისი დრო. დილით ყავის მოხმარება ხდება ორგანიზმში სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის მომატებული კონცენტრაციის ფონზე. ყავის მიღება უმჯობესია დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, როდესაც ჰორმონის კონცენტრაცია ქვეითდება.
სასმელის ბოლო მიღება უნდა მოხდეს 14:00 საათზე. დღის მეორე ნახევარი კი ჩაით უნდა ჩავანაცვლოთ.
ყავაზე დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. კომფორტული დასვენების უზრუნველსაყოფად, კოფეინის მიღება არაა რეკომენდებული დაძინებამდე 6 საათით ადრე. გახსოვდეთ,რომ დღეში 400 მილიგრამ კოფეინზე მეტის მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ. 400 მილიგრამი 2 ჭიქა ყავის ექვივალენტია.