მეცნიერები ყავაში კაკაოს დამატებას გვირჩევენ. ამგვარი სასმელი გაზრდის კონცენტრაციის უნარს და დაამშვიდებს ნერვებს. ექსპერტებმა ეს ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინეს. მათ შეადარეს ოთხი ცხელი სასმელის: კაკაოს, კოფეინის, კაკაო-კოფეინის კომბინაციის და პლაცებოს ეფექტი. მონაწილეებში ფასდებოდა "გონებრივი ძალები".