10:19
23 იანვარი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ყავა ნაწლავის მიკროფლორაზე დადებითად მოქმედებს
10-12-2019

ბეილორის სამედიცინო კოლეჯში დაადგინეს, რომ ყავა ნაწლავის მიკროფლორაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერების აზრით, ყავის რეგულარული მოხმარებით მნიშვნელოვნად ჯანსაღდება ნაწლავის მიკროფლორა, რაც ხელს უწყობს მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას. ექსპერტებმა გამოიკვლიეს 34 ადამიანი, რომელთაც ჩაუტარდათ სკრინინგული კოლონოსკოპია.

მეცნიერებმა სკრინინგის ფარგლებში აიღეს მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ნაწილიდან ლორწოვანი გარსის 97 ბიოფსია. მოხალისეებს ასევე ჩაუტარდათ რაციონთან დაკავშირებული გამოკითხვა. მკვლევრები ადარებდნენ ბაქტერიების მრავალფეროვნებასა და გავრცელებას ადამიანებში, რომლებიც კოფეინს ჭარბად ან დაბალი სიხშირით მოიხმარდნენ.

აღმოჩნდა, რომ მიკროფლორის მრავალფეროვნება იცვლებოდა კოფეინის მოხმარების მოცულობის მიხედვით. გარკვეული ბაქტერიის რაოდენობა საკმაოდ ძლიერად ვარირებდა. ყავის აქტიურად მომხმარებლებში უფრო მეტი იყო ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე ბაქტერიები და ნაკლებად პოტენციურად საშიში ბაქტერიების რაოდენობა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები