ამერიკის გულის ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის მიღება გულის უკმარისობისა და ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს. მეცნიერებმა, მანქანათმცოდნეობის ალგორითმების დახმარებით, Framingham-ის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გააანალიზეს, რომელიც სხვადასხვა დიეტებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას შორის კავშირს ეხებოდა. გაირკვა, რომ კვირაში ყოველი დამატებითი ფინჯანი ყავა ინფარქტის რისკს 7 პროცენტით ამცირებს, ინსულტისას კი - 8 პროცენტით.
მართალია, გამოკვლევის შედეგებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნაჩვენები არ არის, მაგრამ სხვა სამეცნიერო ნაშრომებში ასახულია, რომ ყავის ყოველდღიური მიღება ნაადრევი სიკვდილის განვითარების და სხვადასხვა სახის სიმსივნის რისკს ამცირებს.