ყატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, OPEC-ს ტოვებს. კერძოდ, ყატარის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა ოპეკს 2019 წლის 1-ელ იანვარს დატოვებს.მისივე თქმით, "აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს კატარის სურვილს, ძალისხმევა გაამახვილოს ბუნებრივი აირის წარმოების განვითარებასა და გაზრდაზე მომდევნო წლების განმავლობაში".
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია - OPEC, რომელშიც ნავთობმწარმოებელი ქვეყნები შედიან, 1960 წელს შეიქმნა. ყატარი ოპეკს 1961 წელს შეუერთდა. ის ორგანიზაციის წევრია უკვე 57 წლის განმავლობაში.