ყატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საერთაშორისო არბიტრაჟს ოთხი არაბული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართავს, რომლებმაც დოჰას წინააღმდეგ ბლოკადა აწარმოეს, შედეგად კი როგორც კომპანია აცხადებს, მათ 5 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგათ. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება.
განცხადებაში ნახსენებია, რომ Qatar Airways-მა გააგზავნა ოთხი საჩივარი არბიტრაჟში გაერთიანებული არაბთა საემიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის წინააღმდეგ, რომლებმაც კომპანიისთვის უკანონო საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბლოკადა მოუწყვეს ყატარს. შედეგად კი ავიაკომპანიამ 5 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა და სწორედ ამდენს ითხოვს ამ ქვეყნებისგან კომპენსაციის სახით.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში საუდის არაბეთმა, საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ განაცხადეს, რომ წყვეტდნენ დიპლომატიურ ურთიერთობას ყატართან. მათ ქვეყანა ტერორიზმის მხარდაჭერაში და მათ შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. ამას კი ეკონომიკური სანქციები და სატრანსპორტო ბლოკადა მოჰყვა.