"მადლიერმა" ქართველმა ხალხმა გოცირიძეს შეარქვა "ალ-კუპონე" და კუპონებს - "გოცირიკები", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი". როგორც მან აღნიშნა, ყველა შეიძლებოდა გამხდარიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გარდა გოცირიძისა.