15:04
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ქართველი მზვერავის უნიკალური ფოტოები, რომლებსაც გრიფი "საიდუმლო" ედო
08-12-2015
პირველი მსოფლიო ომის დროს სადაზვერვო ფრენისას მფრინავ ერმილე თოხაძის მიერ გადაღებულ ფოტოებს წლების განმავლობაში გრიფი "საიდუმლო" ედო... უნიკალური ალბომი, რომელიც 200-მდე ფოტოსა და დოკუმენტურ მასალას მოიცავს, ერმილე თოხაძის შთამომავლებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მფრინავი თავად იღებდა საიდუმლო სადაზვერვო კადრებს, ბეჭდავდა და შესაბამის უწყებებს აწვდიდა.

ერმილე თოხაძის, როგორც მზვერავი მფრინავის კარიერა, პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო... მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის, წმინდა ანას ორდენი. 1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ანეტა ქადეიშვილზე იქორწინა...

წაიკითხეთ ვცლად ambebi.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები