იტალიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ. როგორც მეზღვაურის, გიორგი კვაჭაძის დედამ, თამარ სამითაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, 52 დღეა თურქული გემი ხმელთაშუა ზღვაშია ბლოკირებული, რომელზეც მხოლოდ სამი ქართველი მეზღვაური დარჩა, რადგან კაპიტანმა და ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი მიატოვეს და გაიქცნენ.