14:28
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ქართველები კონფლიქტის ზონაში - რა მისია და მოტივები აქვთ ქართველ მებრძოლებს
08-12-2015
ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, უკრაინა, სირია და ერაყი - ეს ის კონფლიქტის ზონებია, სადაც მიმდინარე ბრძოლებში ქართველებიც არიან ჩართულნი. მიზეზები, რის გამოც ქართველები ამ დროისთვის ყველაზე საშიშ ადგილებში იმყოფებიან, შემდეგია: ქვეყნის წინაშე ვალდებულება, პირადი კეთილდღეობა, რელიგიური მოტივი, სხვისი დახმარება უსასყიდლოდ.

კონფლიქტში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ორ კატეგორიად იყოფიან: ოფიციალურ სამშვიდობო მისიაში მონაწილეები და საბრძოლო კონფლიქტის მონაწილეები, სადაც მათ არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვთ და სხვადასხვა სამხედრო ძალას შეერთებულნი არიან, როგორც კერძო პირები.

დღეისათვის ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, შეზღუდული რაოდენობით მებრძოლი ქართველების მიზანი მშვიდობის დაცვა და ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის პრევენციაა. ერაყისა და სირიის კონფლიქტებში, ძირითადად, ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები იბრძვიან. პანკისიდან წასული ახალგაზრდები და "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს მებრძოლები გარკვეულ თანხას შოულობენ, თუმცა მათი მთავარი მიზანი რელიგიური მოტივია. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, კონფლიქტები, სადაც ქართველები ოფიციალური სტატუსით არ იმყოფებიან და ეს მხოლოდ მათი ინიციატივაა, არის უკრაინა.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები