დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თავდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის მეთაური გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს მოინახულებენ.როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პატრიარქი მათ დალოცავს, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართება.