13:47
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქართული კომპანიები მეზობელი ქვეყნების ტენდერებში ვერ მონაწილეობენ
31-03-2016
ქართულ კომპანიებს უცხო ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სხვადასხვა ბარიერი ექმნებათ. მეზობელი ქვეყნების ნაწილის ტენდერები კი მათთვის საერთოდ მიუწვდომელია. საკაბელო პროდუქციის მწარმოებელ კომპანია "საქკაბელში" იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათ სომხეთის ელექტროქსელის ტენდერში მონაწილეობისას შეექმნათ. ტენდერში გამარჯვების მიუხედავად, უწყებამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა. საკითხის მოგვარების შემდეგ კი "საქკაბელს" პრობლემები უკვე ქვეყანაში პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით შეექმნა. მეზობელ ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო კომპანიას ადგილზე წარმომადგენლობის დაფუძნებაც მოუწია. კიდევ ერთი ბარიერი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ადგილობრივი საწარმოებისთვის დაწესებული შეღავათებია, რის გამოც ქართული კომპანიებისთვის არაკონკურენტული პირობები იქმნება.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები