15:26
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"არამდგრადი ქვეყნების ინდექსში" საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა
16-08-2016
მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის საქართველო 2016 წლის "არამდგრადი ქვეყნების ინდექსში" 73-ე პოზიციაზეა.
ამერიკული "მშვიდობის ფონდისა" და გამოცემა Foreign Policy-ს ერთობლივ რეიტინგში შეფასებულია ქვეყანაში არსებული სტაბილურობის დონე და გამოწვევები, რომელთანაც კონკრეტულ სახელმწიფოს უწევს გამკლავება.

საქართველო გაზრდილი საფრთხეების მქონე სახელმწიფოთა ჯგუფში მოხვდა 78,9 ქულით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ 2007 წლის შემდეგ საკუთარი პოზიციები შედარებით გააუმჯობესა.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ საქართველოს მეზობლები - სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. რაც შეეხება რუსეთს, ის "მაღალი საფრთხეების" მქონე ქვეყნების ჯგუფშია.

მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ქვეყნების ჯგუფში მხოლოდ ერთი - ფინეთი მოხვდა. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნორვეგია, ახალი ზელანდია, დანია და შვეიცარია.

ყველაზე არამდგრად სახელმწიფოებად, სადაც საგანგაშო მდგომარეობაა, დასახელდა სუდანი, იემენი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთი სუდანი და სომალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ქმედითუუნარო სახელმწიფოდ არის გამოცხადებული.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები