ყარაჯალარის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანას დღეიდან თავად შეძლებს - Palitra News

ყარაჯალარის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანას დღეიდან თავად შეძლებს

2020-08-01 16:19:28+04:00

საკარანტინო ზონად გამოცხადებული სოფელი ყარაჯალარიდან მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანას დღეიდან თავად შეძლებს. გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ამისთვის ათი სამარშუტო ტაქსია გამოყოფილი და პროდუქციის გატანა 21:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, პროდუქციის გატანამდე ადგილობრივებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. როგორც ბუდაღაშვილი ამბობს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში „პისიარ“ ტესტი 66 პირს ჩაუტარდა და კოვიდინფექცია არც ერთს დაუდასტურდა. გარდაბნის მერის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში საკანტინო შეზღუდვები ამოქმედდა, მოსახლეობის მოსავალი სარეალოზაციოდ დისტრიბუტორებს გაჰქონდათ, თუმცა ადგილობრივებმა რეალიზაციის თავად განხორციელება მოითხოვეს. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ გადამყიდველი მათ მოსავალში დაბალ ფასს უხდის. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი უკვე მე-9 დღეა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის არსებობის გამო ჩაკეტილია.