ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო - Palitra News

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო

2019-06-11 10:59:29+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.