აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქონლის ხე-ტყის ფიქტიური მიწოდებები განახორციელა და გააყალბა დოკუმენტაცია, რის შედეგადაც მიიღო 100 ათას ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12-წლამდე ვადით