ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და ზედნადებებს ამზადებდა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.