სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო დამზადების შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებს. პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი არ ეპარებათ და მიიჩნევენ, რომ მათი განცხადებები შემაშფოთებელია. ერთადერთი, რასაც ალეკო ელისაშვილი ეჭვის თვალით უყურებს, აღნიშნული ინფორმაციის ობიექტურად გამოძიებაა. თავის მხრივ, ინფორმაციას ტყუილს უწოდებს მმართველი გუნდი. აკაკი ზოიძე არასამთავრობოებს დაუფიქრებელ განცხადებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მესამე სექტორს მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა.