არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში არიან დაბარებულები. 12:00 საათზე, გამოკითხვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია დაბარებული, 12:30 საათზე - საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი, 16:00 საათზე კი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საფუძველზე პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძეც გამოიკითხებიან. ისინი 17:00 საათზე არიან დაბარებულები. გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს. მესამე სექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.