საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის მართვის 6 ყალბი მოწმობა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.